შრომის ანაზღაურება
2019 წელი
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61- ე მუხლის მე- 3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 11-ე მუხლის, 28-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 52–ე მუხლის შესაბამისად გაიცა ფულადი ჯილდო ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს 50%-ის ოდენობით მერიის ყველა თანამშრომელზე გარდა მერისა. დანართი.
2018 წლის შრომის ანაზღაურება
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებული თანამშრომლების თანამდებობრივი სარგო 2018 წლის 11 თვის მდგომარეობით შეადგენს 1 131,5 ათ. ლარს, აქედან შტატგარეშე თანამშრომლების შრომის ანაზღაურება შეადგენს 42 830 ლარს, პრემია 3700 ლარს.
2017 წლის შრომის ანაზღაურება
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დასაქმებული თანამშრომლების 2017 წლის შრომის ანაზღაურება შეადგენს 1 180,7 ათასი ლარს. აქედან მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებულთა თანამდებობრივი სარგო შეადგენს 1 166,5 ათასი ლარი, მათ შორის პრემია 14,2 ათასი ლარი.
2016 წლის შრომის ანაზღაურება
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დასაქმებული თანამშრომლების 2016 წლის შრომის ანაზღაურება შეადგენს 1 327,6 ათასი ლარს. აქედან მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებულთა თანამდებობრივი სარგო შეადგენს 906,5 ათასი ლარი, მათ შორის პრემია 84,8 ათასი ლარი.