ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა
მუხლი 3. ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა- დადგენილება #12 1. მრავალშვილიანი ოჯახების, რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის 4 ან მეტი შვილი, თითოეულ შვილზე ყოველთვიური დახმარების თანხა შეადგენს 50 (ორმოცდაათი) ლარს. 2. დახმარების მისაღებად მშობელმა მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) დედის ან მამის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები; დ) მშობლის საბანკო რეკვიზიტების მონაცემები. 3. ერთი შვილის მიერ სრულწლოვანი ასაკის მიღწევა იწვევს მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების გაცემის შეწყვეტას, თუ აღნიშნული გარემოების შედეგად შვილთა რაოდენობა აღმოჩნდა ოთხზე ნაკლები. 4. ახალშობილის შეძენასთან დაკავშირებული დახმარება განისაზღვრება შემდეგი სახით: ა) პირველი-მე-2 შვილის შეძენა – 200 (ორასი) ლარი; ბ) მე-3 შვილის შეძენა – 300 (სამასი) ლარი; გ) მე-4 შვილის შეძენა – 400 (ოთხასი) ლარი; დ) მე-5 შვილის შეძენა – 500 (ხუთასი) ლარი; ე) მე-6 და ყოველი მომდევნო შვილის შეძენა – 1000 (ათასი) ლარი. 5. დახმარების მისაღებად მშობელმა მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) დედის ან მამის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები; დ) მშობლის საბანკო რეკვიზიტების მონაცემები. 6. ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირის ერთჯერადი დახმარება შეადგენს 500 (ხუთასი) ლარს. 7. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) დევნილის შემთხვევაში – დევნილის მოწმობის ასლი; დ) ძალადობის მსხვერპლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (შემაკავებელი ან დამცავი ორდერი/სასამართლოს გადაწყვეტილება); ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტების მონაცემები. 8. ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დახმარება გაიცემა შესაბამისი სტატუსის მოხსნამდე. |