დევნილთა მხარდაჭერის პროგრამა

მუხლი 7. დევნილთა მხარდაჭერის  პროგრამა

1. იძულებით გადაადგილებულ პირთა დაკრძალვისათვის დახმარების თანხა განისაზღვრება  150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ  მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის  სახელზე;

ბ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

გ) დევნილის  მემკვიდრის მოწმობის ასლი;

დ) მემკვიდრის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი;

ე) გარდაცვლილის პირადობის და დევნილის მოწმობის ასლები;

ვ) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტები (მეუღლის ქორწინების მოწმობის ან შვილის დაბადების მოწმობის ასლები); ზ) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.

გააზიარე