ომის ვეტერანთა სოციალური დაცვის ღონისძიებების პროგრამა

მუხლი 2. ომის ვეტერანთა სოციალური დაცვა -დადგენილება N 12

1. ომის ვეტერანთა სოციალური დაცვის პროგრამა ითვალისწინებს:

ა) ერთჯერად ფულად დახმარებას – 9 მაისთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისათვის – 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, ხოლო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახებისთვის – 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ) ომის ვეტერანთა სარიტუალო მომსახურებას – მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის  გარდაცვალების შემთხვევაში სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. სარიტუალო თანხების  გაცემა  უნდა მოხდეს დევნილი  ვეტერანების ოჯახებზეც;

გ) ომისა და სამხედრო ძალების და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების  ვეტერანების (გარდა იძულებით გადაადგილებული პირებისა – დევნილებისა) ერთჯერად დახმარებას  200  (ორასი) ლარის ოდენობით.

2. 9 მაისთან დაკავშირებით დახმარების მისაღებად ომის ვეტერანმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომ – მერი) სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ვეტერანის მოწმობა (ასლი);

დ) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.

3. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახებისთვის დახმარების მისაღებად ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების მოწმობა (ასლი);

გ) გარდაცვლილის შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის ან მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ვ) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.

4. სარიტუალო მომსახურების დახმარების მისაღებად გარდაცვლილი ვეტერანის ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) გარდაცვალების მოწმობა (ასლი);

გ) ვეტერანის მოწმობა (ასლი);

დ) გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის ან მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) ვეტერანი დევნილის შემთხვევაში – დევნილის მოწმობის ასლი;

ვ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ზ) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.

5.ომისა და სამხედრო ძალების და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანების    ერთჯერადი დახმარების მისაღებად  ომის ვეტერანმა მერიაში  უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი;

გ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.

 

 

გააზიარე