უსახლკაროდ დარჩენილთა სოციალური დაცვა

მუხლი 6. უსახლკაროდ  დარჩენილთა  სოციალური  დაცვა  (2024  წელს ხანძრით, სტიქიით და მეწყრული პროცესებით დაზარალებული ოჯახების დახმარება, ასევე უსახლკაროთა ბინის ქირით უზრუნველყოფა)

1. ხანძრით, სტიქიური მოვლენებით (დიდთოვლობა, მიწისძვრა, წყალდიდობა და ა.შ.) და მეწყრული პროცესებით დაზარალებული ოჯახების დახმარება გაიცემა ერთჯერადად 500 (ხუთასი) ლარიდან 7000 (შვიდი ათასი) ლარამდე, რომელიც განისაზღვრება სახლის დაზიანებული ფართობისა და ხარისხის მიხედვით, მერიის შესაბამისი კომისიის მიერ შედგენილი დასკვნის შესაბამისად.

2. დახმარების მისაღებად დაზარალებულმა მერიაში  უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის  სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ)  ცნობა შესაბამისი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან-ხანძრის შემთხვევაში, შესაბამისი კომისიის აქტი-სტიქიის შემთხვევაში ან გეოლოგიური დასკვნა- მეწყრის შემთხვევაში;

დ) ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი ფოტოსურათები;

ე) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.

3. უსახლკაროდ დარჩენილი მძიმე ეკონომიკურ პირობებში მცხოვრები ოჯახის დახმარება ყოველთვიურად, ბინის ქირის გადახდის სახით, თითოეულ ოჯახზე განისაზღვრება თვეში 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

4. დახმარება მიეცემათ:

ა) პრობაციონერებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებულ პირებს, რომელთა გათავისუფლებიდან გასულია არაუმეტეს 3 წელი;

ბ) მშობელს, რომელიც მარტო ზრდის არასრულწლოვან ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  შვილებს;

გ) უსახლკარო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს;

დ) ხანდაზმულ (პენსიონერი) პირებს.

5. ხანძრის, სტიქიური მოვლენების და მეწყრული პროცესის შემთხვევაში, თუ ოჯახი დარჩა უსახლკაროდ და მას არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი ფართი, მერიის შესაბამისი კომისიის დასკვნის საფუძველზე გაიცემა ყოველთვიური ფულადი თანხა ბინის ქირით უზრუნველყოფისათვის, არაუმეტეს 150 (ას ორმოცდაათი) ლარისა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფამდე.

6. დახმარების მისაღებად მოქალაქემ  მერიაში  უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის  სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი;

გ) ცნობა რეესტრიდან მისი და მისი ოჯახის წევრის  ქონების  არარსებობის შესახებ; დ) შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან  მერის  წარმომადგენლის შუამდგომლობა და სხვა არსებული დოკუმენტები;

ე) ნოტარიულად დადასტურებული სამი მოწმის (მეზობლის) ჩვენება მოქალაქის უსახლკარობის შესახებ;

ვ) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.

7. უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირის დახმარება ყოველთვიურად, ბინის ქირის გადახდის  სახით, განისაზღვრება თვეში 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით. აღნიშნული დახმარება გაიცემა პირის თავშესაფრით ან საცხოვრისით უზრუნველყოფამდე. 8. დახმარების მისაღებად მოქალაქემ  მერიაში  უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის  სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი;

გ) ოჯახური ძალადობის მსხვერპლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ცნობა რეესტრიდან მისი და მისი ოჯახის წევრის  ქონების  არარსებობის შესახებ;

ე) შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან  მერის  წარმომადგენლის შუამდგომლობა და სხვა არსებული დოკუმენტები;

ვ) ნოტარიულად დადასტურებული სამი მოწმის (მეზობლის) ჩვენება მოქალაქის უსახლკარობის შესახებ;

ზ) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.

გააზიარე