უსახლკაროდ დარჩენილთა სოციალური დაცვა (2020 წელს ხანძრით, სტიქიით და მეწყრული პროცესებით დაზარალებული ოჯახების დახმარება, ასევე უსახლკაროთა ბინის ქირით უზრუნველყოფა)
მუხლი 6. უსახლკაროდ დარჩენილთა სოციალური დაცვა (2022 წელს ხანძრით, სტიქიით და მეწყრული პროცესებით დაზარალებული ოჯახების დახმარება, ასევე უსახლკაროთა ბინის ქირით უზრუნველყოფა)- დადგენილაბა N12 1. ხანძრით და სტიქიით და მეწყრული პროცესებით დაზარალებული ოჯახების დახმარება გაიცემა ერთჯერადად 500 (ხუთასი) ლარიდან 7000 (შვიდი ათასი) ლარამდე, რომელიც განისაზღვრება სახლის დაზიანებული ფართობისა და ხარისხის მიხედვით, მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ შედგენილი დეფექტურობის აქტის შესაბამისად. 2. დახმარების მისაღებად დაზარალებულმა მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა შესაბამისი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან-ხანძრის შემთხვევაში, შესაბამისი კომისიის აქტი-სტიქიის შემთხვევაში ან გეოლოგიური დასკვნა- მეწყრის შემთხვევაში; დ) ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი ფოტოსურათები; ე) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები. 3. უსახლკაროდ დარჩენილი მძიმე ეკონომიკურ პირობებში მცხოვრები ოჯახის დახმარება ყოველთვიურად, ბინის ქირის გადახდის სახით, თითოეულ ოჯახზე განისაზღვრება თვეში 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. 4. დახმარების დანიშვნისას უპირატესობა მიენიჭებათ: ა) პრობაციონერებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებულ პირებს, რომელთა გათავისუფლებიდან გასულია არაუმეტეს 3 წელი; ბ) მარტოხელა მშობელს, რომელსაც ჰყავს არასრულწლოვანი ბავშვები ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილები; გ) მარტოხელა, შრომისუუნარო, უსახლკარო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომელთაც არ ჰყავთ მარჩენალი; დ) ხანდაზმული, პენსიონერი მოქალაქეები, რომელთაც არა ჰყავთ მარჩენალი. 5. ყოველთვიურად ბინის ქირის გადახდის სახით უსახლკაროდ დარჩენილი მძიმე ეკონომიკურ პირობებში მცხოვრები ოჯახის დახმარებით ვერ ისარგებლებენ შრომისუნარიანი პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან ამ მუხლის მე-4 პუნქტში ჩამოთვლილ არცერთ კატეგორიას. 6. ხანძრის, სტიქიის და მეწყრული პროცესის შემთხვევაში, თუ ოჯახი დარჩა უსახლკაროდ და მას არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი ფართი, მერიის შესაბამისი კომისიის დასკვნის საფუძველზე გაიცემა ყოველთვიური ფულადი თანხა ბინის ქირით უზრუნველყოფისათვის, არაუმეტეს 150 (ას ორმოცდაათი) ლარისა და არაუმეტეს 1 (ერთი) წლისა. 7. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ცნობა რეესტრიდან მისი და მისი ოჯახის წევრის ქონების არარსებობის შესახებ; დ) შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა და სხვა არსებული დოკუმენტები; ე) ნოტარიულად დადასტურებული სამი მოწმის (მეზობლის) ჩვენება მოქალაქის უსახლკარობის შესახებ; ვ) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები. 8. უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირის დახმარება ყოველთვიურად, ბინის ქირის გადახდის სახით, განისაზღვრება თვეში 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით. აღნიშნული დახმარება გაიცემა პირის თავშესაფრით ან საცხოვრისით უზრუნველყოფამდე. 9. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ოჯახური ძალადობის მსხვერპლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) ცნობა რეესტრიდან მისი და მისი ოჯახის წევრის ქონების არარსებობის შესახებ; ე) შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა და სხვა არსებული დოკუმენტები; ვ) ნოტარიულად დადასტურებული სამი მოწმის (მეზობლის) ჩვენება მოქალაქის უსახლკარობის შესახებ; ზ) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები. |