ხელოვნება და კულტურა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს მდიდარი კულტურული ისტორია აქვს. სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორული ანსამბლი „ჩხოროწყუ“ შეიქმნა 1982 წელს, რომელსაც  1985 წელს  მიენიჭა სახალხო ანსამბლის წოდება. ანსამბლი იქცა ქართული ხალხური სიმღერის ერთ-ერთ გამორჩეულ ლიდერად რეგიონში და დღემდე ეწევა ხალხური სიმღერის პოპულარიზაციას. ანსამბლმა“ ჩხოროწყუმ“ 1991 წელს გამოსცა ფირფიტა, სადაც შესული იყო საუკეთესო ფოლკლორული სიმღერები. 2012 წელს ანსამბლმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ფოლკლორული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელიც ითვალისწინებდა საუკეთესო ფოლკლორული ანსამბლის გამოვლენას და დაჯილდოებას. ანსამბლმა „ჩხოროწყუმ“ წარმატებით გაიარა კონკურსი და დაჯილდოვდა სერთიფიკატით. ანსამბლს ჰქონდა და დღესაც აქვს ტურები, როგორც რესპუბლიკის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. 2016 წლის 26 აპრილს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ „ფოლკლორის მხარდაჭერის ეროვნული პროგრამის“ ფარგლებში განხორციელებული ანსამბლების სერთიფიცირების პროექტის ფარგლებში ჩატარებულ დათვალიერებაზე  ანსამბლმა“ჩხოროწყუმ“ დიდი მოწონება დაიმსახურა. საქართველოს კულტურისა დაძეგლთა დაცვის მინისტრის 2012 წლის 24 მაისის N3/172 ბრძანებით სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ „ჩხოროწყუს“ სეტიფიკატი მიენიჭა.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს 1937 წლიდან. წიგნადი ფონდი შეადგენს 30 000 ეგზემპლარს.    მოსწავლე ახალგაზრდობის წიგნთან დაახლოვების მიზნით მთავარი ბიბლიოთეკა ატარებს სხვადასხვა ღონისძიებას, სალიტერატურო დისკუსიებს, მოსწავლეებისთვის  შვიდ წელზე მეტია ტარდება ინტელექტუალური თამაში “ნორჩი გენიოსი“.

ჩხოროწყუში 1961 წლიდან ფუნქციონირებს სამუსიკო სკოლა . სკოლაში ისწავლება ფორტეპიანოზე, ხალხურ საკრავებზე დაკვრა, ფუნქციონირებს სამხატვრო და სამეჯლისო სტუდია. სკოლა მონაწილეობას ღებულობს რეგიონალურ, რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონკურსებში. მიღებული აქვს სიგელები, დიპლომები და გრან-პრი.

ჩხოროწყუში არსებობს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რომელიც დაარსდა 1968 წელს. მუზეუმში წარმოდგენილია მე-19 საუკუნის წერილობითი საბუთები, ყიდვა-გაყიდვის აქტები. მუზეუმის ძირითად ფონდს და სტაციონალურ გამოფენას ამშვენებს ოჩხომურის განძი: ბრინჯაოს საბრძოლო და სამუშაო იარაღები, რომლებიც გათხრების შედეგად გამოვლენილ ნამოსახლარზეა მოპოვებული. აქ ინახება ხუროთმოძღვრების უნიკალური ნიმუშები და სხვადასხვა ისტორიული ნივთები.

ჩხოროწყუ მდიდარია ისტორიული კულტურული მემკვიდრეობით, რომლებიც ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი საფუძველია.

მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად, ოქტომბრის ბოლოს, იმართება სახალხო ზეიმი „ჩხოროწყუობა“, რომლისთვისაც ადგილობრივი ხელისუფლება საგანგებოდ ემზადება და ადგილობრივ მოსახლეობას მრავალფეროვანი ღონისძიებებით ულოცავს. ღია ცის ქვეშ იმართება ფოლკლორული და საესტრადო მუსიკის კონცერტები, წარმოდგენები, მხატვრების გამოფენები, სპორტული ღონისძიებები.

შესაბამისი ღონისძიებებით ხვდება მუნიციპალიტეტი საქართველოს დამოუკიდებლობის  დღეს 26 მაისს. იმართება გასართობი,კულტურული ღონისძიებები.

ტრადიციულად მრავალფეროვანია ახალი წლის პროგრამაც, რომელშიც აქტიურად არიან ჩართული ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები.

 

გააზიარე