მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამა

1. მოსახლეობის სამედიცინო დახმარების პროგრამა ითვალისწინებს იმ პირების სამედიცინო  მომსახურების  დაფინანსებას ან თანადაფინანსებას, რაც არ ფინანსდება ან/და ნაწილობრივ ფინანსდება  საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით ან/და კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ.

2. სამედიცინო მომსახურების ღონისძიებების დაფინანსება პაციენტის დაუფინანსებელ წილში განისაზღვროს: ა) არაუმეტეს 200 (ორასი) ლარის ღირებულების შემთხვევაში – 50%-დან 100 %-მდე;

ბ) 201 (ორას ერთი) ლარიდან ზემოთ ღირებულების შემთხვევაში – 20%-დან 40%-მდე ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა.

3. სოციალურად დაუცველი პირებისთვის, რომელთაც მინიჭებული აქვთ სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის ამსახველი სარეიტინგო ქულა არაუმეტეს 100 000-ისა, 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანებისათვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სამედიცინო მომსახურების ღონისძიებების დაფინანსება პაციენტის დაუფინანსებელ წილში განისაზღვროს მომსახურების ღირებულების 30%-დან  60 %-მდე ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა.

4. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისათვის სამედიცინო მომსახურების ღონისძიებების დაფინანსება პაციენტის დაუფინანსებელ წილში განისაზღვროს მომსახურების ღირებულების 30%- დან  60 %-მდე ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა. 5. ბენეფიციარმა თვითონ ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე:

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100;

დ) ანგარიშფაქტურა:

ე) საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) კალკულაცია;

ზ) სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების შემთხვევაში, მიმართვა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვიდან ან/და სადაზღვევო კომპანიიდან მათ მიერ დაფინანსებული თანხის მითითებით;

თ) მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა;

ი) დაბადების მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში).

6. ამ პროგრამით ისარგებლებენ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარები, მათ შორის, იძულებით გადაადგილებული პირები.

7. მერი, მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამის ფარგლებში, შესაბამისი კომისიის დასკვნის საფუძველზე ბენეფიციარზე გასცემს საგარანტიო წერილს. 8. საგარანტიო წერილის მოქმედების ვადა განისაზღვრება  30 კალენდარული დღით.

9. საგარანტიო წერილის გაცემა მოხდება სამედიცინო მომსახურების გაწევამდე.

10. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით ან/და კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ ნაწილობრივ დაფინანსებული და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით   ან/და კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ დაუფინანსებელი სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება/დაფინანსება განხორციელდეს როგორც წინასწარი კალკულაციის, ისე  შესაბამის სამედიცინო დაწესებულებასთან ბენეფიციარის მიერ დადებული ორმხრივი შეთანხმების (ვალის აღიარების) საფუძველზე.

11. ბენეფიციარი და დაწესებულება ვალდებულია დაწესებულების საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვის მიზნით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოადგინოს ფინანსური დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პაციენტის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურება. 12. წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხს აგებს დოკუმენტის გამცემი.

13. ამ პროგრამით არ დაფინანსდება:

ა) სანატორიულ-კურორტული მომსახურება;

ბ) ესთეტიკური ქირურგია, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული

გააზიარე