აწარმოე საქართველოში (სოფლის მეურნეობა)
პროექტის შესახებ
"აწარმოე საქართველოში" პროგრამას განახორციელებენ - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
მიზნები:
წარმოებაზე ორიენტირებული ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობა;
ახალი საწარმოების შექმნის და არსებულის გაფართოების/გადაიარაღების ხელშეწყობა;
სოფლის მეურნეობის მიმართულება
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული საწარმო უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებს:
დაფინანსებული სესხით/ლიზინგით აუცილებელია შეიქმნას მხოლოდ ახალი საწარმო ან გაფართოვდეს/გადაიარაღდეს არსებული საწარმო
საწარმო უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უსაფრთხოების, გარემოს დაცვის, სანიტარულ და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს
ახლად შექმნილი ან გაფართოებული/გადაიარაღებული საწარმოს შენობა-ნაგებობებსა და მიმდებარე ტერიტორიას უნდა გააჩნდეს ესთეტიური გარეგანი სახე
სესხის/ლიზინგის გაცემა შესაძლებელია შემდეგი მიზნობრიობით:
პირველადი სასოფლო–სამეურნეო საწარმოების დაფინანსება:
ბოსტნეულის, კენკროვანი კულტურების, მწვანილის და სოკოს მაღალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობა;
მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის მესაქონლეობის ფერმა (მერძეული–მეხორცული);
მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის მეღორეობის ფერმა;
მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის მეფრინველეობის ფაბრიკა (მხოლოდ მეხორცული მიმართულების გამოსაზრდელი და სანაშენე დანიშნულების მქონე);
მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის ძვირფასბეწვიანი ცხოველების ფერმა;
მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის თევზის წარმოება;
მეფუტკრეობის პროდუქციის წარმოება;
საჩითილეები და სანერგეები;
მრავალწლიანი კულტურების ბაღები, ზვრები, პლანტაციები და სხვა.
სასოფლო–სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების დაფინანსება:
ხილის, კენკროვნების, ბოსტნეულის, სოკოს, ციტრუსის გადამუშავება;
კაკლის, თხილის, მიწის თხილის და სხვა კაკლოვნების გადამუშავება;
მატყლის, ტყავის გადამუშავება;
დაფნის, ჩაის, თამბაქოს გადამუშავება;
ხორცის და რძის გადამუშავება;
მცენარეული ცხიმების (ზეთის, მარგარინის, ერბოს) და ხალვის წარმოება;
ეთერზეთებისა და სუნელების წარმოება;
სასაკლაოს მოწყობა;
მეფუტკრეობის პროდუქციის გადამუშავება;
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ცხოველების, ფრინველების და თევზების საკვების წარმოება.
ინფრასტრუქტურული საწარმოების დაფინანსება:
სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი საწყობები;
მარცვლეულის საშრობები;
სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი სამაცივრო მეურნეობები;
პროგრამის ფარგლებში სესხი/ლიზინგი არ შეიძლება გაიცეს ყურძნის გადამუშავების შედეგად მიღებული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საწარმოებლად.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდებზე: www.qartuli.ge , http://apma.ge/projects/read/produce_in_georgia/