შესაბამისი საჭიროების მქონე პირების სამედიცინო საშუალებებით (სასმენი აპარატი, ყავარჯენი, ეტლი, სპეცფეხსაცმელი და სხვა) უზრუნველყოფა
მუხლი 13. შესაბამისი საჭიროების მქონე პირების სამედიცინო საშუალებებით (სასმენი აპარატი, ყავარჯენი, ეტლი, სპეცფეხსაცმელი და სხვა) უზრუნველყოფა |
1. შესაბამისი საჭიროების მქონე პირებისთვის განისაზღვროს სამედიცინო საშუალებებით (სასმენი აპარატი, ყავარჯენი, ეტლი, სპეცფეხსაცმელი და სხვა) უზრუნველყოფა. 2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა (ან მეურვემ) მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) შესაბამისი საჭიროების დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) ოჯახის წევრის შემთხვევაში ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების ან ქორწინების მოწმობა); ე) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები. |
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 6 იანვრის დადგენილება №2