ჰემოდიალიზის პაციენტთა დახმარება

მუხლი 16. ჰემოდიალიზის პაციენტთა დახმარება

1. ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პაციენტების ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურებისთვის თითოეულზე გაიცემა თვეში თანხა 150  (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. 2. ხარჯების ასანაზღაურებლად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის  სახელზე;

ბ) ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის ცნობა (ფორმა №100) შესაბამისი დაწესებულებიდან;

გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი;

დ) მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა;

ე) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.

 

გააზიარე