საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა
თუ ხარ საჯარო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში დასაქმებული პირი სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი გთავაზობს მოიპოვო დაფინანსება და საზღვარგარეთ აიმაღლო კვალიფიკაცია დაკავებული თანამდებობით დაკისრებული საქმიანობის შესაბამისი შინაარსის პროგრამაზე.
- პროგრამის "უცხოეთში განათლების მიღების ხელშეწყობა რეგიონების განვითარებისთვის 2024-2025" მიზანია ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის, შრომის ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე, კვალიფიკაციური კადრების საზღვარგარეთ მომზადება და რეგიონების განვითარების მიზნით საქართველოს მუნიციპალიტეტებში ინტეგრირება.
- პროგრამის "უცხოეთში განათლების მიღების ხელშეწყობა რეგიონების განვითარებისთვის 2024-2025" მიზანია, საჯარო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს მიეცეთ საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა, რის შემდეგაც, იგი შეძლებს უფრო ეფექტიან საქმიანობას.
- განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 30 აპრილი.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ:
- https://www.facebook.com/photo/?fbid=814423760731015&set=pcb.814424610730930
- https://iec.gov.ge/პროგრამები/2024-2025-სასწავლო-წელი/Qualification-upgrades_2024-2025