საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა

11 April, 2024

თუ ხარ საჯარო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში დასაქმებული პირი სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი გთავაზობს მოიპოვო დაფინანსება და საზღვარგარეთ აიმაღლო კვალიფიკაცია დაკავებული თანამდებობით დაკისრებული საქმიანობის შესაბამისი შინაარსის პროგრამაზე.

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში გამოცხადდა რეგისტრაცია სახელმწიფო საგრანტო პროგრამებზე 2024-2025.

  1. პროგრამის "უცხოეთში განათლების მიღების ხელშეწყობა რეგიონების განვითარებისთვის 2024-2025" მიზანია ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის, შრომის ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე, კვალიფიკაციური კადრების საზღვარგარეთ მომზადება და რეგიონების განვითარების მიზნით საქართველოს მუნიციპალიტეტებში ინტეგრირება.
  2. პროგრამის "უცხოეთში განათლების მიღების ხელშეწყობა რეგიონების განვითარებისთვის 2024-2025" მიზანია, საჯარო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს მიეცეთ საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა, რის შემდეგაც, იგი შეძლებს უფრო ეფექტიან საქმიანობას.
  3. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 30 აპრილი.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ

 

Share page