ხობისწყლის ხეობაში კაიაკინგის ინსტრუქტორები სწავლებას გადიან

23 ივნისი, 2017

სოფელ მუხურში,მდინარე ხობისწყლის ხეობაში, ქართველი, ინგლისელი, და რუსი კაიაკინგის პროფესიონალი ინსტრუქტორები ერთი კვირაა ინგლისელი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, სამაშველო ოპერაციების ჩატარებასთან დაკავშირებით, სპეციალურ სწავლებას გადიან. სწავლებაში მონაწილე ინსტრუქტორებს ,გამოცდების ჩატარების შემდეგ ,საერთაშორისო დონის სერთიფიკატები გადაეცემათ. ინსტრუქტორ ეგორ ვოსკობოუნიკოვის განცხადებით, მდინარე ხობისწყალი კიაკინგის მოყვარულებისათვის შესანიშნავ საწვრთნელ ობიექტს წარმოადგენს. წვრთნებს დღეს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ვალერი თოდუა და გამგეობის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები დაესწრნენ.

გააზიარე