ხანძარი დაბის #2 საჯარო სკოლაში

1 May, 2018

დღეს ვახტანგ ფირცხელავას სახელობის დაბა ჩხოროწყუს #2 საჯარო სკოლაში დაახლოებით 15:10 საათისთვის ხანძარი გაჩნდა. ხანძრის გამო ნაწილობრივ დამწვარია მეორე სართულზე განთავსებული 1საკლასო ოთახი. ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები,რომლებმაც ხანძრის ლიკვიდაცია დროულად მოახდინეს. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ასევე მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა. ხანძრის გაჩენის პერიოდში სასწავლო პროცესი დასრულებული იყო. ხანძრის მიზეზს შესაბამისი სამსახურები იკვლევენ.

გააზიარე