ხაბუმეში რეაბილიტირებული სააქტო დარბაზი გაიხსნა

12 ნოემბერი, 2018

სოფელ ხაბუმეში მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ ქალთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელ ხათუნა მიქავასთან ერთად კულტურის სახლის სააქტო დარბაზი გახსნა. სოფლის კულტურის სახლის შენობა პროექტ ,,ქალთა გაძლიერება ცვლილებებისათვის“ ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით სრულად რეაბილიტირდა და საჭირო ინვენტარით აღიჭურვა. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის დირექტორმა ეკა ურუშაძემ მუნიციპალიტეტის მერს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და აქტური მხარდაჭერისთვის მადლობის სიგელი გადასცა. ასევე მუნიციპალიტეტის მერმა მადლობის სიგელი და ფასიანი ვაუჩერი კულტურის სფეროში ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის გადასცა კულტურის სახლის ყოფილ დირექტორს ტარიელ ჯალაღონიას.

 

გააზიარე