ვარდისფერი ოქტომბერი

6 ნოემბერი, 2023

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში, ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა და მას სიმბოლურად ,,ვარდისფერი ოქტომბერი" ეწოდება.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა დღეს ,, ვარისფერი ოქტომბერი"-ს კამპანიის ფარგლებში მეორე აქტივობა ჩაატარეს, საბჭოს წევრების მიერ დარიგდა საინფორმაციო სახის ბუკლეტები, სიმბოლურად ვარდისფერი ჰაერის ბუშტები და ვარდისფერი ბაბთები. აქტივობის მთავარი მიზანი საზოგადოებაში სკრინგ კვლევასთან დაკავშირებით ინფოაციის გავრცელება გახლდათ.

#გახსოვდესრომშენისიცოცხლეშენსხელშია!

#ჩაიტარესკრინინგი!

#კიბოგანაჩენიარარის!

 

გააზიარე