უხვმა ნალექმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

16 ივნისი, 2017

ამ დღეებში მოსულმა უხვმა ნალექმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს ზიანი მიაყენა. ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარეები და ღელეები. ჩამორეცხილია შიდა საუბნო გზები. დატბორილია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, მოსახლეობის საცხოვრებელი სახლის ეზოები და პირველი სართულები. წაქცეულია ელექტროგადამცემი ხაზის ბოძები,რის გამოც ამ დრომდე ელექტროენერგია არ მიეწოდებათ სოფელ ლესიჭინესა და ლეწურწუმეს აბონენტებს. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები,რომლის დასრულებისთანავე მისი მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება. სოფელ კირცხში (სარაქონის უბანი) ჩამოწოლილია მეწყერი .აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა შეზღუდულია. ამ წუთებში მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. გამგებელი დათო გოგუა ,შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად,იმყოფება სტიქიის ადგილებში და ეცნობა მუნიციპალიტეტში შექმნილ ვითარებას. გამგეობის სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას შეუძლია დარეკოს ცხელ ხაზზე: 599 85 65 77; 599 85 66 07;

გააზიარე