ულტურის სახლში გამართული ღონისძიება დედაენის დღეს მიეძღვნა

13 April, 2018

დედაენის დღეს მიეძღვნა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში ა(ა)იპ "ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის გაერთიანების" ორგანიზებით ჩატარებული ღონისძიება - "რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს...",რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებმა. დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ. 1978 წლის 14 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ 15 000-მდე ადამიანი დაიძრა. სტუდენტებსა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ , რუსთაველის გამზირზე თითქმის 100 000 ადამიანი შეიკრიბა და პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია. 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

გააზიარე