ტრენინგი ადგილობრივი თვითმმართველობისა და თემის ლიდერთათვის

24 May, 2019

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს ,,Netvorqing for Efficincy and development (N4ED)- ,,ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ ,რომლის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარების მიდგომების დანერგვა მუნიციპალიტეტებში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებისათვის ტრენინგი გამართა ტრენერმა სანდრო სორდიამ. ტრენინგზე განხილულიქნა შემდეგი საკითხები: ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტია და საკონსტიტუციო გარანტიები, თვითმმართველობის უფლებამოსილებანი, მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები, სამოქალაქო ბიუჯეტირების სამართლებრივი საფუძვლები. აღნიშნულ თემებზე გაიმართა ღია დისკუსია. ტრენინგს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა მოადგილეებთან ერთად დაესწრნენ. ტრენინგი მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებისათვის, მერის წარმომადგენლებისათვის, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჯგუფებისათვის, თემის ლიდერებისათვის 27 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

გააზიარე