ტრენინგი ადგილობრივი თვითმმართველობების წარმოდგენლებთან თემაზე „მუნიციპალიტეტის როლი ადგილობრივ ეკონომიკურ განვითრებაში“

15 თებერვალი, 2022

გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP) პროექტის „რეგიონული დაადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა -ფაზა 2 „ ის ფარგლებში ბათუმში ჩატარდა ტრენინგი ადგილობრივი თვითმმართველობების წარმოდგენლებთან თემაზე „მუნიციპალიტეტის როლი ადგილობრივ ეკონომიკურ განვითრებაში“.

3 დღის განმავლობაში დეტალურად იქნა განხილული მუნიციპალიტეტების როლი ადგილობრივ დონეზე ეკონომიკის განვითრებაში, შეფასების ინსტრუმენტები, მუნციპალიტეტების საინვესტიციო პოტენციალი და გამოწვევები, ბიზნესისმხარდამჭერი მექანიზმები.

ტრენინგებს ესწრებოდნენ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი, მერიის ეკონომიკური განვითარების, დაგეგმვის, სტატისტიკისა და ტურიზმის განყოფილების უფროსი ჯილდა ხუბულია, სამეგრელო - ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირები და ეკონომიკური სამსახურის უფროსები.

ტრენინგი ჩაატარეს ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრის (CTC) წარმომადგენლებმა.

პროექტი საქართველოს რეგიონალური განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შვეიცარიის განვითარებისა და თანმშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით ხორციელდება.

 

გააზიარე