თათბირი სოფლის დეპუტატებთან და მერის წარმომადგენლებთან

14 მარტი, 2018

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა, მოადგილეებთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საინფორმაციო–საკონსულტაციო და მერიის სოფლის მეურნეობის სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, მერის წარმომადგენლებსა და სოფლებში მაჟორიტარ დეპუტატებს შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდა ასევე საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლია ჯალაღონია. შეხვედრაზე განიხილეს ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებები,სოფლის მეურნეობის სამსახურების წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს თხილის მავნებელ დაავადებებისაგან დაცვის ფენოკალენდარული სქემა გააცნეს. მერმა დათო გოგუამ წარმომადგენლებს,შესაბამის სამსახურებთან ერთად , დაავალა სოფლებში, ყველა უბანში ჩაატარონ შეხვედრა და მოსახლეობას მავნებლის წინააღმდეგ დაგეგმილ ღონისძიებებსა და უსაფრთხოების წესების დაცვაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ. შეხვედრაზე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლია ჯალაღონიამ საჯარო სკოლებში არსებულ საჭიროებებსა და პრომლემებზე ისაუბრა. ასევე, მან ხელისუფლების წარმომადგენლებს ,,საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის“ პროგრამაში ჩართვის მსურველი სკოლებისათვის სავალდებულო და დამატებითი კრიტერიუმები გააცნო. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.

გააზიარე