თათბირი მერის წარმომადგენლებთან
დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მერის წარმომადგენლებთან თათბირი გამართა. თათბირს ასევე მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი ესწრებოდა. დათო გოგუამ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისგან დეტალურად მიიღო ინფორმაცია სოფლებში არსებულ საჭიროებებზე. შეხვედრაზე ასევე განიხილეს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. მერმა წარმომადგენლებს დაავალა მოსახლეობას მაქსიმალურად გააცნონ ინფორმაცია ვაქცინაციის წახალისების პროგრამის თაობაზე. კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიანი პროგრამა გრძელდება 2022 წლის იანვარში. წახალისების პროგრამით სარგებლობა ახლა უკვე 50 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზის ჩატარების შემდეგ 200-ლარიანი ერთჯერადი დანამატი ავტომატურად ჩაერიცხება ვაქცინირებულ პირს. შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს სახელმწიფო პროგრამებზე, განიხილეს ასევე მერიაში მოქმედი სოციალური პროგრამები.