თათბირი მერის წარმომადგენლებთან
დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა. დათო გოგუამ მათგან მიიღო დეტალური ინფორმაცია სოფლებში მიმდინარე ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოების შესახებ. ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მიმდინარეობს სიმინდის მასივების ქიმიური დამუშავება ცივი შესხურების მეთოდით. აღნიშნული სამუშაოები ყველა სოფლის კონკრეტულ უბნებში განხორციელდება. თათბირზე ისაუბრეს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ დაგეგმილ იმ სამუშაოებზეც, რომელთა განხორციელებაც მალე დაიწყება. შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები. მერის წარმომადგენლებმა სოფლებში არსებულ კონკრეტულ პრობლემებზე ისაუბრეს და მერთან ერთად მათი მოგვარების გზებზე იმსჯელეს.