თათბირი ა(ა)იპ ხელმძღვანელებთან
დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანთან ერთად ა(ა)იპ ხელმძღვანელებთან თათბირი გამართა. ძირითადი აქცენტი პანდემიასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაზე გამახვილდა. მერი დეტალურად გაეცნო ა(ა)იპ-ებში დღეისთვის არსებულ საჭიროებებს და ინფიცირების შემთხვევების ზრდის შენელების მიზნით, ხელმძღვანელებს მოუწოდა თანამშრომლებმა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება დისტანციურ რეჟიმში წარმართონ. დათო გოგუამ შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრა ასევე COVID-19-ის გავრცელების შენელების პროცესში სოციალური დისტანციის დაცვისა და პირბადის გამოყენების, ასევე, ვაქცინაციის აუცილებლობაზე, ვაქცინაციის წახალისების სახელმწიფო პროგრამის თაობაზე. თათბირზე აღინიშნა, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასწავლო- სააღმზრდელო პროცესი პირველ მარტს განახლდება. თათბირზე ასევე სამომავლო გეგმები და სხვა მიმდინარე საკითხები განიხილეს.