თაფლის ფესტივალი 2022
11 სექტემბერს სოფელ მუხურში მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით, ასოციაცია სოფლის მეუნეობის განვითარებისათვის (AFAD ), სოფლის განვითარების სააგენტოს სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონალური სამმართველოს და ჩხოროწყუს საკონსულტაციო ცენტრის თანაორგანიზატორობით
თაფლის ფესტივალი 2022 გაიმართა. აღნიშნულ ღონისძიებას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა წურწუმია, პირველი მოადგილე რამაზ გულუა, მოადგილე დავით შენგელია, მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა,
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, პირველ მოადგილე ნინო ვიბლიანი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აგრო ფესტივალზე რეგიონის მასშტაბით მეწარმეებმა საკუთარ პროდუქცია წარმოადგინეს. გამოიფინა ხელნაკეთი აქსესუარები და ადგილობრივი რეწვის ნიმუშები.
ფესტივალის ფარგლებში, ჩატარდა მეგრული სამზარეულოს მასტერკლასი.
დღის ბოლოს დამყარდება რეკორდი გიგანტური გოზინაყის მომზადებაში.
აგრო ფესტივალი ანსამბლ ,,ჯეოგენი"-ის კონცერტით დასრულდა.