თაიაში დასახლების საერთო კრება ჩატარდა

24 April, 2017

დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია,,მოქალაქეს“ ორგანიზებითა და პროექტ ,,სტუდენტები თვითმმართველობისთვის“ ფარგლებში სოფელ თაიაში დასახლების საერთო კრება ჩატარდა. კრებაზე ადგილობრივმა მოსახლეობამ სოფელში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და მათგან პრიორიტეტული საკითხები გამოკვეთა. კრებას მუნიციპალიტეტის გამგებელი დათო გოგუა და გამგებლის მოადგილე ვალერი თოდუა ესწრებოდნენ. გამგებელმა მოსახლეობასთან ერთად განიხილა სოფლის საჭიროებები და ადგილობრივების შეკითხვებს უპასუხა.ადგილობრივებისა და ხელისუფლების ერთობლივი შეთანხმებით, გადაწყდა თაიაში სოფლის კულტურის სახლის რეაბილიტაცია.

 

გააზიარე