სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათი გადაეცათ
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელი დათო გოგუა, გამგებლის მოადგილე ვალერი თოდუასთან და გამგებლის წარმომადგენლებთან ერთად, უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახებს სახლში ესტუმრა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა მათ და სააღდგომო ნობათი გადასცა. დათო გოგუამ, საკრებულოს თავმჯდომარესა და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სასურსათო ნობათი გადასცა და დამდეგი აღდგომის დღესასწაული მიულოცა ასევე უპოვართა სასადილოს ბენეფიციარებსა და ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს.