სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

14 თებერვალი, 2019

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფლებში აქტიურად გრძელდება 2018 წლის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები. მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი სოფელ ახუთში, მდინარე ოწყარიაზე, სახიდე გადასასვლელის მშენებლობის, სოფელ ჭოღაში ,მდინარე ოჩხომურზე, ხიდის სარეაბილიტაციო და სოფელ ზუმში სახიდე გადასასვლელის მოწყობის სამუშაოებს გაეცნენ. აღნიშნულ სოფლებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოწყობა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში 100 000 ლარით ფინანსდება.

გააზიარე