,სპორტი ყველასათვის"

6 ნოემბერი, 2023

16 ოქტომბერს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საქართველოს ეროვნული ფედერაციის ,,სპორტი ყველასათვის"ორგანიზებით და საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით BEACTIVE -ს ეგიდით სპორტული ღონისძიებები მინი ფეხბურთსა და მძლეოსნურ გარბენებში გაიმართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა მასობრივი სპორტის პოპულარიზაციას და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა-ხელშეწყობას. ღონისძიება ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, სპორტული ფესტივალის ფარგლებში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს სტუმრობდა გამოჩენილი ქართველი მძლეოსანი, რეკორდსმენი, სეულის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, ატლანტის ოლიმპიური თამაშების მონაწილე, სსკ მრავალგზის ჩემპიონი, სპორტი ყველასათვის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი მაია აზარაშვილი. ორდრიან ღონისზიებას ესწრებიდნენ საკრებულის თავმჯდომარე შოთა წურწუმია, თავმჯდომარის მოადგილე დავით შენგელია, საკრებულოს წევრი ტარიელ შენგელია.

ფესტივალში მონაწილეობას ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებდნენ, გამოვლენილი გამარჯვებულები დიპლომებით, მედლებით, თასებით და სამახსოვრო საჩუქრებით ეროვნული ფედერაცია სპორტი ყველასათვის ვიცე პრეზიდენტთსნ ერთად ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა წურწუმიამ და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ჯანო პერტაიამ დააჯილდოვეს. აღნიშნული ღონისძიება მერიის სპორტისა და ახალაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

 

გააზიარე