,,სპორტი ყველასათვის“

14 ოქტომბერი, 2018

13 ოქტომბერს ეროვნულმა ფედერაციამ ,,სპორტი ყველასათვის“ , საქართველოს განათლების,მეცნიერების,კულტურის,სპორტის სამინისტროს და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მუნიციპალიტეტში განახორციელა მასშტაბური პროექტი სპორტული ფესტივალი ,,სპორტი ყველასათვის“. სპორტული ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა მინი ფეხბურთის ტურნირი და მძლეოსნური გარბენი. ღონისძიების ორგანიზებულად ჩატარებაში აქტიურად იყო ჩართული მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური , ა(ა)იპ ფეხბურთის ცენტრისა და სასპორტო სკოლის გაერთიანება,საგანმანათლებლო რესურსცენტრი, ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ფედერაცია ,,სპორტი ყველასათვის" პრეზიდენტი, სახელგანთქმული მძლეოსანი, ოლიმპიური და მსოფლიო მრავალგზის პრიზიორი მაია აზარაშვილი, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა. გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდნენ თასებით, მედლებით, დიპლომებით ,ფასიანი საჩუქრებით, მათ ასევე გადაეცათ მაისურები,ჩანთები და ბურთები. ღონისძიებაში 500 -მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა .

გააზიარე