,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში შეხვედრები გრძელდება

30 იანვარი, 2019

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მოსახლეობასთან კონსულტაციებს აგრძელებენ. ,, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში” შეხვედრები დღეს სოფელ თაიაში,ნაფიჩხოვოსა და ჭოღაში გაიმართა. თითოეულ სოფელზე გამოყოფილი თანხით განსახორციელებელი პროექტი მოსახლეობამ თავად უნდა შეარჩიოს. სოფლის კრებებზე ადგილობრივებმა არსებულ საჭიროებების შესახებ ისაუბრეს. სოფელ თაიაში პრიორიტეტად შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია,ადმინისტრაციული შენობის დარბაზისა და ფასადის რეაბილიტაცია,სოფლის ცენტრში გარე განათების, ლემორგოშიეს უბანში გაბიონის მოწყობა დასახელდა. ნაფიჩხოვოში ადგილობრივებმა გარე განათების მოწყობა,შიდა საუბნო გზების,წისქვილის, წყლის სისტემის რეაბილიტაცია,ნაპირსამაგრი ჯებირისა და მოსაცდელის მოწყობა მოითხოვეს. მოსახლეობამ სოფელ ჭოღაში შიდა საუბნო გზების, გარე განათების, სკვერის, მილ- ხიდების რეაბილიტაციის აუცილებლობასა და საჭიროებაზე ისაუბრა. შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე მერიის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსი გია ცირამუა და საინფორმაციო- საკონსულტაციო სამსახურის უფროსი დავით გახარია, რომლებმაც მოსახლეობას კენკროვანი კულტურების პოპულარიზაციაზე, თხილის პლანტაციის მოვლა-მოყვანის თაობაზე და სახელმწიფო პროგრამებზე მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდეს.

გააზიარე