“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

8 თებერვალი, 2024

 “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა.

მოსახლეობის მიერ პრიორიტეტების შერჩევის მიზნით საკონსულტაციო შეხვედრები და საერთო კრებები ქვედა ჩხოროწყუში, ახუთში, ლესიჭინეში, კირცხსა და ლეწურწუმეში გაიმართა.

შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივებმა მთავარ პრიორიტეტად საუბნო გზების, გარე განათების, სკვერების , სანიაღვრე არხების, წყალმომარაგების სისტემის მოწყობა დაასახელეს.

 “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება. მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.

მიმდინარე წელს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 446 000 ლარი დაიხარჯება.

დასახლებების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა.

 

გააზიარე