„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

7 თებერვალი, 2023

 „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
მოსახლეობის მიერ პრიორიტეტების შერჩევის მიზნით გამართულ საკონსულტაციო შეხვედრებს და საერთო კრებებს დღეს სოფელ მუხურში, ზუმში, თაიაში, ნაფიჩხოვოსა და ლეწურწუმეში მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა მერიის წარმომადგენლებთან და სკრებულოს დეპუტატებთან ერთად დაესწრო. შეხვედრას ასევე სოფლის განვითარების სააგენტოს ჩხოროწყუს საინფორმაციო- საკონსულტაციო ცენტრის მთავარი სპეციალისტი დავით გახარია ესწრებოდა, რომელმაც მოსახლეობას გააცნო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ სახლმწიფო პროექტები.
აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივებმა პრიორიტეტად გარე განათების, საუბნო გზების, სკვერების , სანიაღვრე არხების, წყალმომარაგების სისტემის მოწყობა დაასახელეს.
 “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება. მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.

გააზიარე