სოფელ ხაბუმეში, ეწერის უბანში, სანიღვრე არხის მოწყობა მიმდინარეობს
სოფელ ხაბუმეში, ეწერის უბანში, სანიღვრე არხის მოწყობა მიმდინარეობს.
აღნიშნულ უბანში გზის 3 კმ-იან მონაკვეთზე ასფალტის საფარის ერთი ფენა დაგებულია, მეორე ფენა სექტემბრის თვეში დაიგება და პროექტი ამით სრულიად დასრულდება.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 680 000 ლარით დაფინანსდა.
ეწერის უბანში ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა. გზა ავარიული იყო და მოქალაქეებს პრობლემას უქმნიდა.
სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა , მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი, სამეგრელო - ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია გაეცნენ.