სოფელ თაიაში გიორგობის დღესასწაული აღინიშნა

23 ნოემბერი, 2018

დღეს, 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სოფელ თაიაში, ოცინდალეს წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში წირვა–ლოცვა მღვდელმა მიქაელ (ლაგვილავამ) აღავლინა. წირვას, მრევლთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი და სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა მოსახლეობას გიორგობის დღესასწაული მიულოცეს. მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ, 6 მაისს - წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს - მისი ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს.

გააზიარე