სოფელ ნაფიჩხოვოში ჩაის პლანტაციების აღორძინება იწყება

29 ივნისი, 2018

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ სოფელ ნაფიჩხოვოში მიმდინარე ჩაის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. სოფელ ნაფიჩხოვოში, ,,ქართული ჩაის“ რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კოოპერატივი ,,კოლხური თაიგული“ 24 ჰექტარზე გაშენებული გაველურებული ჩაის პლანტაციის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროგრამა საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენებას, ადგილობრივი წარმოების ზრდის ხელშეწყობას, როგორც კერძო, ასევე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას, მოსახლეობის დასაქმებასა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პლანტაციის გაწმენდითი სამუშაოები. ჩაის კრეფა აგვისტოს თვიდან დაიწყება. სამუშაოებში ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული. უახლოეს პერიოდში, სოფელ ნაფჩხოვოში, იგეგმება ჩაის პირველადი გადამამუშავებელი საწარმოს შექმნა, სადაც მოხდება ნედლეულის მიღება და გადამუშავება.

გააზიარე