სოფელ ლესიჭინეში სადემონსტრაციო დღე მოეწყო

13 ივლისი, 2017

დღეს საქართველოში ევროკავშირის სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების პროგრამისა (ENPARD) და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, ოქსფამის კონსორციუმის წევრ საერთაშორისო ორგანიზაციამ ,,მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში სადემონსტრაციო დღე მოაწყო. სადემონსტრაციო დღე პროექტის ბენეფიციარი ფერმერის, ბუთხუზ ვეკუას კუთვნილ სადემონსტრაციო ნაკვეთში ჩატარდა, სადაც მოეწყო თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით “ლურჯი მოცვის” დემონსტრირება დაინტერესებულ პირთათვის. ღონისძიება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩხოროწყუს საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურის ინიციატივითა და ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერით ჩატარდა. ღონისძიებას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელი დათო გოგუა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩხოროწყუს საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურის უფროსი დათო გახარია ,ფერმერები და სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. აღნიშნული პროგრამა საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება და იგი სოფლად სიღარიბის დაძლევას ისახავს მიზნად.

 

გააზიარე