სოფელ ლესიჭინეში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა,მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროს თეიმურაზ მალანიასთან და ზედამხედველობის განყოფილების უფროს კახა ფირცხელავასთან ერთად , სოფელ ლესიჭინეში, რუსთაველის უბანში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. აღნიშნულ უბანში 3 კმ.-ის მანძილზე დაიგება ასფალტირებული გზა. ასევე, მოეწყობა სანიაღვრე არხები. სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს. ,,არქეოპოლისი“ პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით 712 000 ლარით ფინანსდება.