სოფელ ლესიჭინეში, სააკაციო-სალაშხიოს უბანში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სოფელ ლესიჭინეში, სააკაციო-სალაშხიოს უბანში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ასფალტირებული გზა 4კმ.-ის მანძილზე დაიგება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტის პირველი ფენის დაგება.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს და მისი ბიუჯეტი 1 009 998 ლარს შეადგენს.
სოფელ ლესიჭინეში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.