სოფელ ლესიჭინეში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

2 April, 2018

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა ,ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარ დეპუტატ გოგა გულორდავასთან ერთად, სოფელ ლესიჭინეში, რუსთაველის უბანში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. აღნიშნულ უბანში დასრულდა ასფალტო-ბეტონის საფარის პირველი ფენის დაგება. სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს. ,,არქეოპოლისი“ პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით 712 000 ლარით ფინანსდება. პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს სანიაღვრე არხების მოწყობა.

 

გააზიარე