სოფელ ლესიჭინეში ახალი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს

16 იანვარი, 2018

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა ახალი ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოები დაათვალიერეს. სოფელ ლესიჭინეში,მდინარე ოჩხომურზე,ხობი–საჯიჯაო–ლესიჭინეს 26–ე კმ–ზე, ახალი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს.  სამუშაოებს ასრულებს ,,ჯორჯიან ბრიჯ ქონსთრაქშენი“  ხიდის მშენებლობას 6 577 834 ლარით აფინანსებს საქართველოს გზების დეპარტამენტი. ახალი ხიდი ექსპლუატაციაში 2018 წლის დეკემბრიდან შევა.  ახლის მშენებლობის შემდეგ მოხდება ძველი ხიდის დემონტაჟი.

გააზიარე