სოფელ ლესიჭინეში ახალი საავტომობილო ხიდი შენდება
სოფელ ლესიჭინეში, მდინარე ოჩხომურზე, ხობი-საჯიჯაო-ლესიჭინე-სენაკის საავტომობილო გზის 25-ე კილომეტრზე აქტიურად მიმდინარეობს ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა. მშენებარე ხიდი წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგა გულორდავამ, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა დაათვალიერეს. აღნიშნული ხიდის სიგრძე 170, ხოლო, სიგანე 11 მეტრი იქნება. პროექტი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 6 577 834 ლარით ფინანსდება. სამუშაოებს ,,ჯორჯიან ბრიჯ ქონსთარქშენი“ ასრულებს. ხიდის მშენებლობა მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება. ამჟამად, როგორც ქვეითი,ასევე, ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებისთვის გამოიყენება ძველი ხიდი, რომლის დემონტაჟი ახალი ხიდის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ მოხდება.