სოფელ ლესიჭინეში ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა

11 ნოემბერი, 2018

დღეს ვიცე - პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა , სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ და მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად , სოფელ ლესიჭინეში,( ოჩხომურის უბანი), ახალი საავტომობილო ხიდი გახსნეს. ღონისძიებას ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრო, მათ მადლიერება გამოთქვეს ხელისუფლების მიმართ, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებით განხორციელებული სამუშაოების გამო. სოფელ ლესიჭინეში, მდინარე ოჩხომურზე, ხობი-საჯიჯაო-ლესიჭინე-სენაკის საავტომობილო გზის 25-ე კილომეტრზე ახალი საავტომობილო ხიდი აშენდა. აღნიშნული ხიდის სიგრძე 170, ხოლო, სიგანე 11 მეტრია. პროექტი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 6 577 834 ლარით დაფინანსდა.

გააზიარე