სოფელ ლესიჭინეში ასფალტის საფარის დაგება იწყება
სოფელ ლესიჭინეში , ხობი-საჯიჯაო-ლესიჭინე- სენაკის საავტომობილო გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება იწყება. გზის რეაბილიტაცია ასფალტო-ბეტონის საფარით 3 კმ -იან მონაკვეთზე განხორციელდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სანიაღვრე არხის მოწყობა. პროექტი საქართველოს გზების დეპარტამენტის მიერ 1 367 000 ლარით ფინანსდება . სამუშაოებს შ.პ.ს. ,,შარაგზამშენი“ ასრულებს. აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად ადგილზე გაეცნო. სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში დასრულდება.