სოფელ ლეწურწუმეში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს
სოფელ ლეწურწუმეში (საპერტაიოს უბანი) სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ადგილზე მოწყობილი ჭაბურღილის გამოყენებით მოხდება 60 ოჯახის წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. მიმდინარე სამუშაოებს მერი დათო გოგუა პირველ მოადგილე გოჩა ჩიქოვანთან ერთად ადგილზე გაეცნო. პროექტით ასევე გათვალისწინებულია დასახლებული უბნის დაქსელვა. სამუშაოებს რეგიონული განვითარების ფონდი აფინანასებს.