სოფელ ლეწურწუმეში ასფალტირებული გზა დაიგო

2 April, 2024

სოფელ ლეწურწუმეში ასფალტირებული გზა დაიგო. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 2 694 000 ლარს შეადგენს. სამუშაოები ითვალისწინებს სოფელ ლეწურწუმეში, ეგიარზენის უბნიდან სოფელ ნაკიფუს საზღვრამდე, ლეწურწუმეს ცენტრის გავლით, 5 -კილომეტრიანი გზის ასფალტის საფარით რეაბილიტაციას. პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო სანიაღვრე არხები. პროექტი გარდამავალია და სამუშაოები სრულად მიმდინარე კვირას დასრულდება. მიმდინარე სამუშაოებს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა ადგილზე გაეცნო.

გააზიარე