სოფელ ლეწურწუმეში 5 -კილომეტრიანი გზის ასფალტის საფარით რეაბილიტაცია განხორციელდება

14 დეკემბერი, 2022

სოფელ ლეწურწუმეში, ეგიარზენის უბნიდან სოფელ ნაკიფუს საზღვრამდე, ლეწურწუმეს ცენტრის გავლით, 5 -კილომეტრიანი გზის ასფალტის საფარით რეაბილიტაცია განხორციელდება. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 2 694 000 ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სანიაღვრე არხის მოწყობა. იმდინარე სამუშაოებს დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი ადგილზე გაეცნენ.

გააზიარე