სოფელ ქვედა ჩხოროწყუში საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა
დღეს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორ ბადრი ქებურიასთან ერთად, სოფელ ქვედა ჩხოროწყუში ახალი საბავშვო ბაღი დაათვალიერა. საბავშვო ბაღის მშენებლობა უკვე დასრულებულია. პროექტი 222 702 ლარით დაფინანსდა. ბაღი 50 ბავშვზეა გათვლილი . თანამედროვედროვე ინვენტარით, საბავშვო ბაღის აღჭურვა ადგილობრივი ბიუჯეტით მოხდება. მშენებლობაზე დასაქმებული იყო 22 ადგილობრივი მუშა–ხელი. სამუშაოები შ.პ.ს. ,,გეეთმა“ განახორციელა. ქვედაჩხოროწყუს საბავშვო ბაღს აქამდე საკუთარი შენობა არ ჰქონია და სააღმზრდელო პროცესი სკოლის შენობაში მიმდინარეობდა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში , 2013 წლიდან დღემდე სულ 7 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა.