სოფელ ქვედა ჩხოროწყუში, ლეჯიქეს უბანში, სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის გრუნტის საფარით რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტით განხორციელდა.

18 ივლისი, 2023

სოფელ ქვედა ჩხოროწყუში, ლეჯიქეს უბანში, სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის გრუნტის საფარით რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტით განხორციელდა. მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი ადგილზე გაეცნენ. 11 ივნისის ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში. უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული, სახნავ-სათესი სავარგულები, ქუჩები, ასევე სოფლებისა და ქალაქის ტერიტორიაზე ცალკეული უბნები. ჩამორეცხა შიდა საუბნო გზები. ადგილობრივი მთავრობისა და ცენტრალური ხელისუფლების, შესაბამისი უწყებების კოორდინირებული მუშაობის შედეგად მუნიციპალიტეტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოეყოფა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო თანხები და სამუშაოები ყველა დაზარალებულ ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდება.

 

გააზიარე